თბილისში ტომას ჰესლერი იმყოფებოდა - მსოფლიო ჩემპიონმა „საბურთალოსთან“ პარტნიორობა განიხილა
თბილისში ტომას ჰესლერი იმყოფებოდა - მსოფლიო ჩემპიონმა „საბურთალოსთან“ პარტნიორობა განიხილა

საქართველოს პირველი არხის ცნობით, თბილისში თომას ჰესლერი იმყოფებოდა, გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, საქართველოში „საბურთალომ“ მოიწვია.

დაუზუსტებელი ცნობით, გერმანიის ნაკრების ყოფილი ლიდერის და გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის, გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ვიზიტის შესახებ, „საბურთალოში“ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ და არც კომენტარს აკეთებენ. მედიასთან ურთიერთობას თავად ჰესლერიც მოერიდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ჰესლერს „საბურთალოს“ ხელმძღვანელობასთან პირადი კავშირები გააჩნია და საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან პარტნიორობის საკითხს განიხილავდა – რა სახით, რა ფორმით და სტატუსით, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ თომას ჰესლერი 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 1996 წელს – ევროპის ჩემპიონი, რომელიც ორჯერ (1989, 1992) გერმანიის წლის ფეხბურთელად აღიარეს.