თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
სპორტის სასახლის მიმდებარედ ცეცხლი ერთ-ერთი შენობის აგრეგატს გაუჩნდა.
რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.