თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

15:36, 10.08.2025

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ერთ-ერთი შენობის აგრეგატს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის პროცესი.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი