თბილისში „რეალ ბეტისის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ესპანური საფეხბურთო კლუბის, „რეალ ბეტისის“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.

ესპანურ კლუბს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აკადემია აქვს გახსნილი. 2022 წლის სექტემბრიდან კი ამ სიას თბილისის აკადემიაც შეემატა.

აკადემია ამ ეტაპზე მართავს „ბეტისის თასის“ გათამაშებას, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლები იღებენ მონაწილეობას. ტურნირი ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ბავშვების დამეგობრებას და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. შეჯიბრის მსვლელობისას შერჩეულ 14 უკრაინელ მოზარდს დაუფინანსდება სწავლა „ბეტისის“ აკადემიაში.

„რეალ ბეტისი“ ერთ-ერთი წარმატებული კლუბია ესპანეთში. შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების სეზონში კლუბი ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში მათ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.