თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სადაც პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, შაბათ-კვირის შეზღუდვა იმოქმედებს.

მისივე თქმით, შესაბამისი შეზღუდვა იმოქმედებს ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავშიც, სადაც შაბათ-კვირის სავაჭრო ცენტრების მსგავსად არ იმუშავებენ ასევე კვების ობიექტები და მუნიციპალური ტრანსპორტი.

„თბილისში პირველი თებერვლიდან გვექნება საშუალება, რომ ყველა ტიპის მაღაზიაში შევიდეთ ფიზიკურად და მივიღოთ მომსახურება, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ შაბათ-კვირას მაღაზიები თბილისში, ქუთაისში და რუსთავში, ისევე, როგორც ყველა სხვა ქალაქში, სადაც ვხსნით შეზღუდვებს, არ იფუქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, არ იფუნქციონირებენ მაღაზიები ფიზიკური მომსახურების რეჟიმში და არ იმუშავებენ  კვების ობიექტები ღია სივრცეებშიც კი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებითვე, პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.