თბილისში, ნასაკირალის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, უწყებაში ხანძრის შესახებ შეტყობინება 09.20 საათზე შევიდა და შესაბამისად, რეაგირება მოხდა.
„დამწვარია სამი სახლი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დაადგენენ, რა გახდა ხანძრის მიზეზი. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
წინასწარი ინფორმაციით, ნასაკირალის N4-ში, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა და იქვე მდებარე ორ სახლზე გავრცელდა.