თბილისში მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული მამაკაცის ცხედარი სამართალდამცველებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
ბიზნესმენის სახლთან იმყოფებოდა საქმის ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე.
ფხაკაძის გაცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმეში ყველა საჭირო სამსახური ჩართული.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ყველა საჭირო სამსახური ჩართულია. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.