თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ოპერაცია დასრულდა.

როგორც ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ვახტანგ შალამბერიძე აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

„პაციენტი კლინიკაში სისხლმდენი ჭრილობებით შემოიყვანეს. გულ-მკერდის მარცხენა ნაწილში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პლევრის ღრუში იყო სითხე და ჰაერი. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ამჟამად გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია. მდგომარეობის მიხედვით გადაყვანილ იქნება პალატაში. ჯერ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – აცხადებს მორიგე ქირურგი ვახტანგ შალამბერიძე.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დაჭრეს.