თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით რვა სახლის სახურავზე გავრცელდა
თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით რვა სახლის სახურავზე გავრცელდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით რვა სახლის სახურავზე გავრცელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სახანძრო-სამაშველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცეცხლი თავდაპირველად ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა, რომელიც გვერდით მდებარე სახლების სახურავებზეც გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 350-400 კვ.მ. ფართობი. ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.