თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ადგილთან სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული

19:57, 13.04.2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ადგილთან სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, – ამის შესახებ პირველ არხს მეზობლებმა განუცხადეს.

ამ დროისთვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ისევ მუშაობენ. მკვლელის ვინაობას, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერების ამოღების შემდეგ დაადგენენ.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს.

როგორც პირველ არხს მეზობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადახტა და გაქცევა მოახერხა.

 

მსგავსი