თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს [ფოტო]

11:41, 02.06.2020

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან საგამოძიებო ორგანოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მათი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა და ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა გახდა აფეთქების მიზეზი.

აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე პირველ ივნისს მოხდა. დაშავდა ერთი პირი.  აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი