თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი
თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებული პირი კონტაქტური იყო, მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები.