თბილისში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა #1TVSPORT

13:52, 24.04.2025

23 აპრილს ვაკის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიებას საფეხბურთო სკოლა „უქიმერიონი“ მასპინძლობდა. ტურნირში მონაწილეობა ექვსმა გუნდმა და 100-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1.გორის რაიონის ხიდისთავის გუნდი

2. „უქიმერიონი 1“ (2016)

3.„უქიმერიონი 2“ (2016)

„23 აპრილს, ვახტანგ ფხაკაძის დაბადების დღეს, გაიმართა საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც მის სახელს ატარებს. ეს დღე სპორტულ ღონისძიებაზე ბევრად მეტი იყო — ეს იყო ერთობის, მეგობრობისა და ხსოვნის დღე. მოედანზე იგრძნობოდა სითბო, მხარდაჭერა და ის ღირებულებები, რასაც თავად ვახტანგი ატარებდა ცხოვრებაში“, — ამბობს ნატა ფხაკაძე, ფესტივალის ორგანიზატორი.

მსგავსი