თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, გვირილების ქუჩაზე მდებარე სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი სამრეცხაო-ქიმწმენდის ​სახურავს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამწვარია დაახლოებით 150 კვადრატული ფართი. ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.