თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი იყო
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი იყო

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზესამრეცხაო-ქიმწმენდის შენობაში ხანძარი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.