თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

პირველი არხის ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 236-ე და 117 მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს-ში დამატებით დეტალებზე და დანაშაულის მოტივზე არ საუბრობენ.