თბილისში 7×7-ზე ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გაიხსნა #1TVSPORT
„მზიურის“ საფეხბურთო მოედანზე („მასტერ ლიგის არენა“) მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის (7×7-ზე ფეხბურთი – Socca Grand Prix Sevens) გახსნის ცერემონია გაიმართა.
საერთაშორისო ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მონაწილეობს. ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც 7×7-ზე ფორმატით იმართება და წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს, მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა.
ჩემპიონატში აშშ-ის, ესპანეთიის, პორტუგალიის, მოლდოვის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, უკრაინის, თურქეთის, ეგვიპტის, ბელგიისა და ომანის გუნდები მონაწილეობენ, საქართველოს სახელით კი მთავარი ჯილდოსთვის ოთხი გუნდი იბრძოლებს – თბილისის მერია, „ბეთლაივი“, „რევაინი“ და „ქროსთი“. გამარჯვებული 27 სექტემბერს გამოვლინდება.