თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება
თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით აღიმართა.