თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში გასვლამდე ავტობუსების ტექნიკური შემოწმება ხდება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში გასვლამდე ავტობუსების ტექნიკური შემოწმება ხდება

ქალაქში გასვლამდე ყველა ავტობუსის ტექნიკური შემოწმება ხდება, – ამის შესახებ აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომპანიის წარმომადგენელი თამაზ რობაქიძე ადასტურებს, რომ ავტოპარკი მოძველებულია, თუმცა ტექნიკურ გაუმართაობას კატეგორიულად უარყოფს.

„ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და დადგინდება ზუსტი მიზეზები, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა. ზოგადად, ტრანსპორტი როცა ავტობაზიდან გამოდის, უსაფრთხოების სისტემებზე შემოწმებას გადის. ამ ავტობუსს 2918 წლის ნოემბერში გავლილი აქვს ტექდათვალიერება, შესაბამისად  ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ავტობუსები ყოველ დილას მოწმდება მუხრუჭსა და სხვა სისტემებზე“,-აცხადებს თამაზ რობაქიძე.

შეგახსენებთ, დღეს წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.