თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმეზე სხდომა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმეზე სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე სხდომა გაიმართება.

პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. მხარეები პროცესზე შესავალი სიტყვის წარმოთქმას გააგრძელებენ.

მიხეილ კალანდია ამჟამად პატიმრობაშია. სასამართლოს წინა სხდომაზე მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.