თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სამ მოწმეს მოუსმენენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სამ მოწმეს მოუსმენენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სამ მოწმეს მოუსმენენ.

პროცესზე ბრალდების მხარე ვიდეოექსპერტს, პატრულის ყოფილ თანამშრომელსა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღის მეპატრონეს დაკითხავს.

გამოძიების ეტაპზე ჩვენება სამივე მათგანს მიცემული აქვს, თუმცა დღეს პროკურატურა მოწმეებს პირდაპირი, დაცვის მხარე კი ჯვარედინი დაკითხვის წესით მოუსმენს.

პროკურატურამ საქმეზე ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს წაუყენა. მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან.

ბრალს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ის წლების განმავლობაში იმალებოდა, საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა, რა დროსაც დააკავეს.

მოსამართლემ ზაზა ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ 30 მარტს გაათავისუფლა.