თბილისის საკრებულოსთან, სადაც „სამოქალაქო მოძრაობისა“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ხმაურია [ფოტო]
თბილისის საკრებულოსთან, სადაც „სამოქალაქო მოძრაობისა“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ხმაურია [ფოტო]

„სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოში შესვლას ითხოვს. ელისაშვილის თქმით, მას სურს, პირადად შეხვდეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, რათა გაარკვიოს, როდის აპირებს, დაატოვებინოს ერეკლე კუხიანიძეს საკრებულო.

„ტყემალაძე დამალული რომ არის კაბინეტში, ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი. გააღებინეთ კარი, მარტო ავალ და დაველაპარაკები. საკრებულოს ყოფილი წევრი ვარ, არ უნდა იყოს ეს კარი დაკეტილი. გამიღეთ კარი, ეს ნორმალურია? ნაძირალას, ამ ქვეყნის მოღალატეს როდის აგდებენ საკრებულოდან, ეს გვაინტერესებს ჩვენ. თბილისის საკრებულოს კარი სამუშაო დღეს არ უნდა იყოს დაკეტილი. მოქალაქეებს არ ეძლევათ თბილისის საკრებულოში შესვლის საშუალება“ ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობა” და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ საკრებულოს დატოვებას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დაფიქსირებული პოზიციის გამო ითხოვენ.

კერძოდ, ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დატოვე კომენტარი