თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ
თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრების საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები 23 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს და მიეცეს პასუხისგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა. ასევე ითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი, ბადრი ბასიშვილი, დავით კირკიტაძე, დიმიტრი შაშკინი და აკო მინაშვილი. ისინი აპირებენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შესვლას, რათა გიორგი ტყემალაძისგან პასუხები პირადად მოისმინონ.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ლევან ხაბეიშვილი გუშინ გამოკითხეს.