ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა
ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა

თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა. მისი ადვოკატის თქმით, გამოძიებამ საქმეზე დამატებითი ექსპერტიზები დანიშნა. ადვოკატი ითხოვს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართოს და არა ძალადობის მუხლით.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა და გამოსაძიებელი ფაქტობრივად არც არაფერია.

„ჩემი აზრით, არავინ დაისჯება მარტივი მიზეზის გამო, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებას, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. მათ უნდოდათ, მე დამეწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც ვერ მივართვი. ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმე არის მათი მხილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე გუშინ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.