თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო გადადებული რეისების ნაწილი უკვე შესრულდა 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო გადადებული რეისების ნაწილი უკვე შესრულდა 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო გადადებული ხუთი რეისიდან ოთხი უკვე შესრულდა, დარჩენილია ერთი რეისი თელ-ავივიდან, რომელიც 20:00 საათზე შესრულდება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი აეროპორტიდან იუწყება, გაუქმებული რეისების მგზავრებს უკვე დაუკავშირდნენ ავიაკომპანიები. მგზავრთა თქმით, მიმდინარეობს ბილეთების გადაჯავშნა და უახლოეს რეისებზე შეძლებენ გამგზავრებას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა, ხუთი კი გადაიდო.