ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა

10:33, 08.01.2018

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა, ხუთი კი გადაიდო.

ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

„გაუქმებულია ორი რეისი თეირანიდან, ხუთი სტამბოლიდან, ერთი მიუნხენიდან, ერთი ბაქოდან და ერთი დუბაიდან. რაც შეეხება გადადებულ რეისებს, დღის განმავლობაში შესრულდება ფრენა თელ-ავივიდან, მოსკოვიდან და ყატარიდან. ჩინეთიდან და კიევიდან გადადებული რეისებზე კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია“,- განაცხადეს აეროპორტში.

მსგავსი