თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილიდან შეუფერხებლად მუშაობს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილიდან შეუფერხებლად მუშაობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, – ამის შესახებ 1tv.ge-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.

ძლიერი ნისლის გამო აეროპორტი წუხელ შეფერხებით მუშაობდა.

დუბაის რეისი გუშინ დაგვიანებით ჩამოფრინდა. გარდა ამისა, გაუქმდა რეისები სტამბოლისა და აქთაუს მიმართულებით. აეროპორტის ინფორმაციით, „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც გუშინ ნისლის გამო, ქუთაისში გადაამისამართეს, თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.

ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაფრინდა „აეროფლოტი“ – მოსკოვი-თბილისის რეისი, რომელიც გუშინ ​ მინვოდში დაჯდა და ასევე – ყატარის ავიახაზები“, რომელიც დოჰადან მოფრინავდა, თუმცა თბილისში ძლიერი ნისლის გამო, სათადარიგოზე ბაქოში წავიდა.