ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეფერხდა
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დუბაის რეისი დაგვიანებით ჩამოფრინდა. ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათივე ცნობით, გაუქმდა რეისები სტამბოლისა და აქთაუს მიმართულებით. აეროპორტის ინფორმაციით, გადაიდო ოთხი რეისი.

„ყატარის ავიახაზები“, რომელიც დოჰადან მოფრინავდა, სათადარიგოზე წავიდა ბაქოში. „უკრაინის ავიახაზები“ ქუთაისში გაფრინდა, „ეარ ასტანას“ რეისი ალმათი-თბილისი წავიდა აქთაუში და ეს ფრენა გაუქმდა. „აეროფლოტი“ – მოსკოვი-თბილისი დაჯდა მინვოდში. „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი, თბილისი-სტამბოლი გაუქმებულია“, – აცხადებენ აეროპორტში.

პირველ არხთან საუბრისას მგზავრებმა აღნიშნეს, რომ შეფერხებამ პრობლემა შეუქმნა როგორც თბილისში ჩამომსვლელ მგზავრებს, ისე გაფრენის მსურველებს.

„თურქეთის ავიახაზების“ რეისი, რომელიც უნდა გაფრენილიყო ხუთი საათისკენ, უამინდობის გამო არ ჩამოვიდა. ის ჩამოფრინდება დილას ცხრა საათზე“, – განუცხადა პირველ არხს ერთ-ერთმა მგზავრმა გიორგი გრიგოლიამ.