„ნიკე“ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
„ნიკე“ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

თბილისის „ნიკე“ საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ეს ამბავი ქალთა ლიგაში ჩატარებული მე-17 ტურის შემდეგ გაირკვა.

„ნიკე“ საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა და 2:1 ანა პოღოსიანისა და თეონა თოდაძის გოლებით დაამარცხა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა სასურველ შედეგს მხოლოდ 84-ე წუთზე გატანილი ბურთით მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ „ნიკეს“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნინო პასიკაშვილია.