თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტი, სადაც მიწა ჩამოიშალა, ერთი კვირის წინ შემოწმდა
თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ობიექტი, სადაც მიწა ჩამოიშალა, ერთი კვირის წინ შემოწმდა

ობიექტი ერთი კვირის შემოწმდა და კომპანიას ყველა დასკვნა წესრიგში ჰქონდა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან განუცხადა, სადაც ორი ადამიანი მიწის მასის ქვეშ მოყვა.

„მიმდინარეობდა შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. მიმდინარეობს მეორე ადამიანის სამძებრო სამუშაოები. ჩვენი სამსახურის მიერ სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ობიექტი იყო შემოწმებული. ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი აქვს ამ ობიექტს. დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა შემოწმება და კომპანიას ყველა დასკვნა წესრიგში ჰქონდა. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

ადგილზე მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს.