თბილისის მთავრობის სხდომას "ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებიან
თბილისის მთავრობის  სხდომას "ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებიან

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომას საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები ესწრებიან. ისინი თბილისის მერთან შესახვედრად და საკუთარი წინადადებების შესათავაზებლად მივიდნენ.

ოპოზიცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ითხოვს. “ევროპული საქართველოს” წევრები აღნიშნავენ, რომ მთავარი პრობლემა პროგრამით სარგებლობის მსურველთა რიგებია, მომლოდინეთა სიაში თბილისში მცხოვრები 120 ბავშვია, რომლებიც ცენტრებში სეანსებზე სიარულს ან საერთოდ ვერ ახერხებენ, ან სეანსის საფასურს მთლიანად მშობელი იხდის.

“ევროპული საქართველო” სთავაზობს მერიას, რომ ქვეპროგრამის მონაწილე ბავშვებს რიგში მყოფი ბავშვებიც შეურთდნენ, ხარჯები კი მთლიანად მერიამ დაფაროს. ამისთვის ოპოზიციის წევრთა განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 815 100 ლარით უნდა გაიზარდოს.