თბილისის მეტრომ მუშაობა სრულად განაახლა
თბილისის მეტრომ მუშაობა სრულად განაახლა

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა სრულად განაახლა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურებოდა. მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უბედური შემთხვევაში მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დღეს, 10:15 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.