თბილისის მერია - ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა, საქართველო ულოცავს სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს
თბილისის მერია - ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა, საქართველო ულოცავს სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

„საქართველო ულოცავს მეგობარ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან დღეს!“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკები გაუშვეს.