ფოიერვერკი მთაწმინდაზე და თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში [ფოტო-ვიდეო]

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკიდან ფოიერვერკები გაუშვეს, თბილისის ანძა კი, ამერიკის დროშის ფერებში განათდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფოიერვერკების გარეშე და ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა.