თბილისის „ლოკომოტივი“ კიდევ ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ კიდევ ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

„თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვეს გიორგი დიასამიძემ და ალექსანდრე გურეშიძემ. დიდი მადლობა „ლოკოს“ მაისურით ჩატარებული ყველა მატჩისთვის და ყველა იმ ემოციისთვის, რომელიც „ლოკოს” გულშემატკივარს აჩუქეთ“, – წერია კლუბის განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დიასამიძისა და ალექსანდრე გურეშიძის წასვლამდე გუნდი დატოვა ჯერ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა – გიორგი გაბაძემ, თორნიკე კირკიტაძემ, თემურ შონიამ, ირაკლი სიხარულიძემ, დავით უბილავამ, მამია გავაშელიშვილმა, დავით სამურკასოვმა, კახა კახაბრიშვილმა და ნიკა სანდოხაძემ.

თბილისის „ლოკომოტივის“ ლიდერების წასვლა გუნდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება – არამდგრადი ფინანსური მდგომარეობის გამო, გუნდი იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა და აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაეკეთებინა.