კიდევ ერთი სასულიერო პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კიდევ ერთი სასულიერო პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფ სასულიერო პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და შესაძლოა, მან კლინიკა დღეს დატოვოს.

„ჩვენთან კვლევა ჩაუტარდა ერთ-ერთი ტაძრის მამაოს, რომელთანაც ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციით ავადმყოფი,  გადაყვანილი იქნა სხვა განყოფილებაში. როცა ნეგატიურ პასუხებს მივიღებთ ხოლმე, ვიდრე ტემპერატურა აქვს და არ გამოჯანმრთელდება, გადაგვყავს სულ სხვა განყოფილებაში, იზოლირებულად იქ განაგრძობს მურნალობას. დღეს დილას მას ტემპერატურა არ აქვს და შესაძლოა, დღის განმავლობაში დატოვოს კლინიკა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.