თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ათი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ათი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ათი საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს მათგანს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის კვლავ 34 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

„დღეს დილით აღებული იყო 10 ნიმუში და ათივე ტესტის პასუხი უარყოფითია. დღის პირველ ნახევარში გამოკვლეული ათივე პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში არ გვაქვს. გვრჩება ისევ 34 პაციენტი უცვლელი სტატუსით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ხვალ დილისთვის კლინიკაში კიდევ ათი პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

რაც შეეხება კორონავირუსის ორ ახალ შემთხვევას, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ეს პაციენტები სხვა მიმღებ ცენტრებში მკურნალობენ. მისი თქმით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული.