თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს
დმიტრო ივანისენია უკრაინის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს – ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
დმიტრო ივანისენია 2018-19 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და 49 მატჩში 6 გოლი გაიტანა. უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ეს 25 წლის ნახევარმცველის სადებიუტო გამოძახებაა.
უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრია შევჩენკომ ლუგანსკის „ზორიას“ ნახევარმცველ ესტონეთისა და სერბეთის წინააღმდეგ ნოემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მიიწვია.
25 წლის ნახევარმცველი დონეცკის „შახტარის“ აღზრდილია, თამაშობდა „ილიჩევეცსა“ და „მარიუპოლში“, ქვეყნის იუნიორთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში 10 შეხვედრა ჩაატარა. უკრაინის ნაკრებში მისი სადებიუტო გამოძახებაა. შეკრება 11 ნოემბერს კიევში დაიწყება.
ამ სეზონში ფეხბურთელმა ლუგანსკის კლუბში 18 მატჩი ჩააატარა და ერთი გოლი გაიტანა. ესტონეთის ამხანაგური მატჩი 14 ნოემბერს ზაპოროჟიეში გაიმართება, ხოლო ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო შეხვედრა სერბეთთან 17 ნოემბერს ბელგრადშია დაგეგმილი.