ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თელავის სპორტის სასახლეში ლიბანთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
დაძაბული დაპირისპირების ბედი მატჩის დასაწყისშივე გადაწყდა. ნიკოლოზ კურტანიძის გადაცემით შემდეგ ბურთი ვახტანგ კეკელიამ გაიტანა.
ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ეს გუნდები თელავში მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ – მატჩი 7 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.