თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი გამართა. მისი მეტოქე ხორვატიის „იადრანი“ იყო, რომელმაც საბოლოოდ 16:10 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და ხორვატების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა – 7:6. მესამე პერიოდში კი სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო (5:1) და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.
ქართველების მხრიდან გოლები გაიტანეს: მაგრაქველიძემ (2), ადეიშვილმა (2), ტყეშელაშვილმა, ჩიქოვანმა, ტანკოვიჩმა, ვაპენსკიმ (2) და ახვლედიანმა.
„დინამო“ მომდევნო მატჩს სერბულ „რადნიჩკისთან“ 29 ოქტომბერს გამართავს.