თბილისის „დინამომ“ ლეგიონერები დაიმატა
თბილისის „დინამომ“ ლეგიონერები დაიმატა

ევროპის ლიგამდე თბილისის „დინამო“ ლეგიონერებით გაძლიერდა. დედაქალაქური გუნდის ახალწვეულები არფანგ დაფე და ოლექსანდ კონოპლიენკო არიან.

„დინამოსთან“ კონტრაქტი 27 წლის სენეგალელმა შემტევმა ნახევარმცველმა და 23 წლის უკრაინელმა მარცხენა მცველმა უკვე გააფორმეს.

არფან დაფემ გააფორმა, რომელმაც ბოლო სეზონი ირანულ ნასაჯიში გაატარა. მანამდე სენეგალელი ფეხბურთელი ფოთის „კოლხეთში“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და ირანულ „პაიკანში“ გამოდიოდა.

ოლექსანდრ კაპლიენკო ზაპოროჟიეს „მეტალურგის” აღზრდილია და მშობლიურ გუნდში რამდენიმე სეზონი ითამაშა. ასევე გამოდიოდა თურქულ „ალანიასფორსა” და ოდესის „ჩერნომორეცში”.

თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, ორივე ფეხბურთელმა კონტრაქტი 2020 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა.