„დინამო“ წლის პირველ სპარინგში „ლოკომოტივთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„დინამო“ წლის პირველ სპარინგში „ლოკომოტივთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ წლის პირველი სპარინგმატჩი „დინამო არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს – თავი ბიძინა მახარობლიძემ და მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინეს. მეორე ნახევარში დინამოელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, ორჯერ ბურთი „ლოკომოტივის“ კარის ძელსაც მოხვდა, თუმცა გოლი არ გასულა.

„დინამოს“ შემადგენლობაში სინჯებზე მყოფმა ესპანელმა შემტევმა, მარიო ვილამ ითამაშა. თბილისური კლუბის შემადგენლობაში უგანდის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ტრევის მუტიაბაც გამოჩნდა.

„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, თურქულ შეკრებამდე ანდრეს კარასკოს გუნდი კიდევ ერთ სპარინგს 25 იანვარს „თელავთან“ ჩაატარებს.

„დინამო“: ლორია, მაისურაძე, ხვადაგიანი, მეფარიშვილი, კობოური, ცხოვრებაშვილი, აფციაური, ტრევისი, მარიო, იობაშვილი, გვიშიანი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: მაქაცარია, უგრეხელიძე, ბუბუტეიშვილი, გოგნაძე, ლომინაძე, კალანდაძე, სიხარულაშვილი, სალუქვაძე, ბერელიძე, ლოპესი, ბარათელია, სალია, კვერენჩხილაძე.