თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 შეხვედრისთვის ემზადება. ქართული კლუბი ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს საფრანგეთში, გასული სეზონის Europe Cup-ის გამარჯვებული გუნდის „მარსელის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნიკოლოზ შუბლაძე- თბილისის „დინამოს“ მეკარე:
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით უდიდეს გამოცდილებას ვიღებთ. ამჯერად, ჩვენ მეტოქე „მარსელი“ გახლავთ, რომელიც ძალიან კარგად მომზადებული და დაბალანსებული გუნდია. ყოველთვის რთულია გასვლაზე თამაში, თუმცა ჩვენს ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ ტურნირზე პირველი ქულების მოსაპოვებლად.“
რეზო ჩომახიძე- თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„ტურნირის ყველა მატჩი ჩვენი გუნდისთვის უდიდესი გამოცდაა და ასე იქნება მარსელშიც. ფრანგულ კლუბს ძალიან წარმატებული შეხვედრა ჰქონდა „ბუდაპეშტის“ წინააღმდეგ და გუნდი ძალიან მოტივირებული ხვდება ხვალინდელ მატჩს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია რომ „დინამო“ პროგრესს განიცდის და როგორც ყველა შეხვედრაში ჩვენ ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ.“
მარკ ამარდეილი-„მარსელის“ მთავარი მწვრთნელი:
„ბუდპეშტთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჩვენი სურვილია ხვალინდელი შეხვედრაც წარმატებით ჩავატაროთ. ძალიან მნიშნელოვანია ჩვენს კედლებში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე პირველი გამარჯვება ვიზეიმოთ. „დინამოსთან“ მთელი მატჩის განმავლობაში უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ჩვენ მოგება გვსურს“.
შეხვედრა 20 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანლსაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წყალბურთი – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩების განრიგი:
19.11.2019
22:00 იადრანი-ბარსელონეტა
22:00 ოლიმპიაკოსი-შპანდაუ
22:00 შოლნოკი-იადრანი
23:30 დუბროვნიკი-სინთეზი
20.11.2020
23:30 მარსელი-თბილისის დინამო
23:30 მლადოსტი-ვასპო ჰანოვერი
23:30 პრო რეკო-ფერენცვაროში
23:30 ტერასა-ბუდაპეშტი