თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თურქეთში ძლიერ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, 9 057 ადამიანი ემსხვერპლა, ათ პროვინციაში დაშავებულთა რიცხვი 50 000-ს აღემატება.

ამასთან, კვლავ გრძელდება სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.