პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს - ვითარება თურქეთის ადიამანის პროვინციაში [ფოტო]

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში იმყოფება, სადაც სამაშველო და გაწმენდითი ღონისძიებები გრძელდება. ადიამანის პროვინციაში მუშაობენ ნოდარ ჩაჩუა, გიორგი კიკვაძე, ირაკლი გედენიძე და პაატა გოცაძე.

ამასთან, სამაშველო ღონისძიებებში ჩართული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში 9 057 ადამიანი დაიღუპა, ათ პროვინციაში დაშავებულთა რიცხვი 50 000-ს აღემატება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ მიიღო ინფორმაცია თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მესამე მოქალაქის დაღუპვის შესახებ.