თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა
თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ.-ს გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 8 574 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქეა.