თბილისი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
თბილისი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

თბილისი 15-წლამდელ ფეხბურთელთა სანაკრებო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს გარდა, ტურნირში თურქეთის, ბელარუსის და ლიტვის ნაკრებები ითამაშებენ.
5, 6 და 8 დეკემბერს შეხვედრები დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და ტექნიკურ ცენტრ „ბასას“ მოედანზე ჩატარდება.

საქართველოს 15-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი მიიწვია:

მეკარეები: ნიკა შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: ლუკა ფერცულიანი, საბა ბეჭვაია, ბაქარ აბჟანდაძე, ირაკლი კვაშილავა (ყველა – სფფ აკადემია), დავით გოგოტიშვილი, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბ), გიორგი უბილავა (სამეგრელო), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩხეტიანი, ნიკა სიხარულაშვილი, ზაურ სიჭინავა, ლუკა სალუქვაძე, გიორგი აბუაშვილი (ყველა – დინამო თბ), ლუკა თაგორაშვილი, ილხამ მეხტიევი, ზურაბ ზოსიაშვილი (სამივე – სფფ აკადემია), გიზო მამაგეიშვილი, ჯაბა ჯიბლაძე (ორივე – საბურთალო),
თავდამსხმელები: თეიმურაზ დევიძე (ლოკომოტივი), ლუკა ქუნთელია (სფფ აკადემია).

ტურნირის განრიგი
5 დეკემბერი
12:00 თურქეთი – ბელარუსი – დ. პეტრიაშვილი
14:00 საქართველო – ლიტვა – ბასა
6 დეკემბერი
12:00 ლიტვა – თურქეთი – დ. პეტრიაშვილი
14:00 საქართველო – ბელარუსი – ბასა
8 დეკემბერი
12:00 ბელარუსი – ლიტვა – დ. პეტრიაშვილი
14:00 საქართველო – თურქეთი – ბასა