ტრავმის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილმა „კადისში“ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოს“ სასტარტო თერთმეტეულში 61 წუთი ჩაატარა. მისმა გუნდმა მე-13 ტურში „ვალენსიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა 90 წუთი „კადისში“, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში „რეალ სოსიედადი ბ-ს“ ესტუმრა და დამაჯერებლად აჯობა – 3:0.
ბასკების სარეზერვო შემადგენლობასთან მოპოვებული 3 ქულით „კადისმა“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია. იური ტაბატაძე ჯერ კიდევ მკურნალობს და უცნობია, „კადისს“ როდის დაუბრუნდება.