„თბილისი პრაიდი“ - ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება, მუქარა რეალური საფრთხის შემცველია და შსს-მ გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს
„თბილისი პრაიდი“ - ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება, მუქარა რეალური საფრთხის შემცველია და შსს-მ გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს

„თბილისი პრაიდი“ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თბილისი პრაიდი“ ვასაძის განცხადებას მუქარად აფასებს და აცხადებს, რომ მუქარა რეალური საფრთხის შემცველია და შსს-მ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება მართლწესრიგის დარღვევით, ადამიანებზე და პოლიციელებზე ძალადობით და გადატრიალებით.

ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი პრაიდის კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება.

ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს“, – აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაზე ხვალ „ვერის ბაღში“ ისაუბრებს.