„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - ქალაქის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი ​აფეთქებას გადაურჩა
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - ქალაქის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი ​აფეთქებას გადაურჩა

ქალაქის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა სოსო ოთარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზის დაგროვება სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ მდებარე „გუდვილის“ ფილიალში გაზქურის რამდენიმე ონკანის ღია მდგომარეობაში დატოვებამ გამოიწვია.

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამაახურში შემოვიდა ზარი „სითი მოლში“, კერძოდ „გუდვილში“ გაზის სუნის არსებობის შესახებ. ადგილზე გამოვცხადდით ოპერატიულად, შემოწმდა ტერიტორია, კერძოდ, „გუდვილის“ სავაჭრო ცენტრი. „გუდვილის“ სამზარეულოში დაფიქსირდა გაზის დიდი კონცენტრაცია. აღმოჩნდა, რომ გაზქურის რადენიმე ონკანი იყო ღია მდგომარეობაში დატოვებული, რამაც გამოიწვია აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში გაზის დაგროვება. რეაგირება მოხდა დროულად. შეიძლება, ითქვას, რომ ქალაქის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი გადაურჩა აფეთქებას. მინდა, ყველას ვუთხრა და მოვუწოდო, რომ გამოიჩინონ მეტი ყურადღება გაზის ხელსაწყოების მიმართ“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, „სითი მოლში“ მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის რვა სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა.

დატოვე კომენტარი